ჰიდროელექტროსადგური „საშუალა ჰესი“ არის 2.25 მეგავატი დადგმული სიმძლავრის. ჰესის მშენებლობა დაიწყო 2021 წლის აგვისტოში და ის ექსპლუატაციაში შევიდა 2023 წლის ივლისში. ელექტროენერგიის სრულად რეალიზაცია ხდება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე.

კომპანია ჰიდროელექტროსადგურზე იყენებს მაღალი ხარისხის ევროპულ ტექნოლოგიებს და დანადგარებს, რომლებიც დამახასიათებელია განახლებადი ენერგიის ბიზნესებისთვის. მათ შორის არის ტურბინები, ჰიდრავლიკის სისტემა, გენერატორი, ელექტრული მოწყობილობები, ტრანსფორმატორები, მილსადენი. კონკრეტულად, ჰესი აღჭურვილია Vaptech-ის, Schneider-ისა და Noksel-ის ევროპული წარმოების დანადგარებით.

ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია