შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ დაფუძნებულია 2015 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია, პოტენციური ელექტროსადგურების (მათ შორის მზის და ქარის ენერგიაზე დაფუძნებული) პროექტების განვითარება. დღეის მდგომარეობით კომპანიას აშენებული აქვს და მართავს კასკადურ ჰიდროელექტროსადგურებს მდინარე საშუალაზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში: „საშუალა ჰესი“, „საშუალა 1 ჰესი“ და „საშუალა 2 ჰესი“ .
სამივე ჰიდროელექტროსადგური ჩართულია ერთიან სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ელექტროენერგიის რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. კომპანიას ასევე აქვს უფლება ზაფხულის თვეებში განახორციელოს თავისუფალი არჩევანი და მოახდინოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში (თურქეთის საექსპორტო ხაზი ახალციხე–ბორჩხა გარანტირებული დაშვების უფლებით).

ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია